როგორ გამოვიყენოთ Canva ვიზუალის შესაქმნილად

Canva არის უფასო გრაფიკული დიზაინის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად შექმნათ მოსაწვევები, სავიზიტო ბარათები, ფლაერები, ცხრილები, ლოგო, ქავერი ან სულაც ფოტო პოსტისთვის და უამრავი სხვადასხვა ტიპის გამოსახულება.

კანვას 50 000-ზე მეტი უფასო თუ ფასიანი შაბლონი აქ, სადაც მინიმალური ცვლილებებით, შეგიძლიათ შექმნათ სასურველი ვიზუალი.

სტატიაში ჩვენ ნაბიჯ ნაბიჯ გიჩვენებთ, როგორ ატვირთოთ სასურველი ფოტო, დაარეგულიროთ ფერები, ფონტები და ა.შ.

პირველ რიგში საიტზე (canva.com) შესვლისას უნდა გაიაროთ ავტორიზაცია თქვენი მეილით ან სულაც facebook გვერდით.

ავტორიზაციის გავლის შემდეგ კი გადავდივართ უშუალოდ სასურველი ვიზუალის შექმნის პროცესზე:

1. პირველ რიგში ირჩევთ ვიზუალის ზომებს custom size განყოფილებიდან, ან უბრალოდ create a design ღილაკზე დაწკაპუნებით, პირდაპირ ვირჩევთ ვიზუალის დანიშნულებას, შერჩეული ზომებით.
2. ფონის შერჩევა.
ვიზუალის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე არსებული შაბლონები ან შექმნათ სრულიად ახალი, რისთვისაც დაგჭირდებათ ფონის შერჩევა. ფონის ფერები, შეგიძლიათ ფერების განყოფილებიდან დაარეგულიროთ.
3. დაამატეთ თქვენი ელემენტები.
თქვენი დიზაინი შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, ელემენტებს, ფოტოებს ან ილუსტრაციებს. ეს უნდა იყოს შერწყმული ისე, რომ ვიზუალურად მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
ელემენტების დამატება შეგიძლიათ elements განყოფილებიდან.
აქვე ჩამოთვლილი პანელების საშუალებით შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო, ან ატვირთოთ თავად uploads განყოფილებიდან
ტექსტის ფონტების შეცვლა და რეგულირება შეგიძლიათ text განყოფილებიდან
4. ბოლოს კი download ღილაკზე დაწკაპუნებით, თქვენს მიერ შექმნილი და დამუშავებული ვიზუალი თქვენს გალერეაში აღმოჩნდება

Canva საკმაოდ მარტივი, ხელმისაწვდომი და გამოყენებადი პლათფორმაა, სადაც მინიმალური ტექნიკური ელემენტების გათვალისწინებით შეძლებთ შექმნათ სასურველი ვიზუალის ფოტო, პოსტი, ლოგო, ქავერი და ა.შ.

ამ ძირითადი ხელსაწყოების გამოყენებით კი იმედია ეს პროცესი გაგიმარტივდებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *