როგორ ვისწავლოთ პოზირება კამერის წინ?

საუკეთესო მომენტების ფოტოებზე და ვიდეოებზე აღბეჭდვა ყველა დღესასწაულის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ხშირად ვიღებთ ფოტოებს, ოჯახურ შეკრებებზე, წვეულებებზე მეგობრებთან ერთად, სოციალურ ქსელებში განსათავსებლად და სხვა მრავალი მიზეზის გამო. ასეთ მომენტებში ლამაზი ფოტოები ყველასთვის სასურვილია, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ გამოგვდის, რაც განწყობას გვიფუჭებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მათთვის, ვისაც ვლოგერობა, სურს და კამერაში გამოჩენა აბრკოლებს.

ჩვენ გაგიზიარებთ, რამდენიმე რჩევას, იმისთვის, რომ უკეთ იპოზიოროთ კამერის წინ, დაფაროთ ის ნაწილები, რომლებიც არ მოგწონთ თქვენს გარეგნობაში და გადაიღოთ კარგი ფოტოები, ან ვიდეოები.

1. შეისწავლეთ საკუთარი ფოტოები.

პირველი ნაბიჯი ფოტოებში უკეთესად გამოსასვლელად, საკუთარი ფოტოების გაცნობაა. გადახედეთ ძველ ფოტოებს, რომლებიც მოგწონთ და არ მოგწონთ. შეისწავლეთ, განსაზღვრეთ რა გამოგადგებათ და რა არა. ნახეთ რა რაკურსით გაქვთ ფოტო გადაღებული, სახე როგორ გაქვთ, რა პოზაში დგახართ და შეეცადეთ გაიმეოროთ მსგავსი პოზები.

2. პრაქტიკა იდეალური საშუალებაა

მას შემდეგ, რაც დაადგენთ თუ რა პოზაში გამოიყურებით უკეთ, ძველი ფოტოებიდან გამომდინარე, დაიწყეთ სარკის წინ ვარჯიში. პრაქტიკა სრულყოფს, ამიტომ დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო გაატარეთ ამ ნაბიჯის შესასრულებლად. დარწმუნდით, რომ კარგად გაითვალისწინეთ თქვენთვის სასურველი პოზები, რათა მომავალში შეძლოთ მათი ხელახლა შექმნა სარკის გარეშე. ყურადღემა მიაქციეთ მიმიკებს და ღიმილსაც. შეარჩიეთ ზუსტად ის პოზა და სახე, რაც თვლით, რომ იდეალურია თქვენთვის.

3. აირჩიეთ სწორი განათება

ფოტოგრაფიაში განათება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხშირ შემთხვევაში მზეს იდეალურად მიიჩნევენ ფოტოებისთვის, თუმცა ცოტა მოღრუბლული პირობები უფრო იდეალურია. მზემ შეიძლება უხერხული ჩრდილები გააჩინოს თქვენს სახეზე, თუ არასწორი კუთხით იღებთ, ამიტომ ეს ცოტა საფრთხილოა. ამის ნაცვლად, ჯობს დადგეთ ბუნებრივი სინათლის წყაროსკენ, მაგალითად ფანჯრისკენ.

4. შეარჩიეთ სწორად სამოსი და მაკიაჟი

ფოტოების გადაღებისას აუცელებელია გაითვალისწინოთ თუ რას ჩაიცვამთ. შეარჩიეთ იმ სტილისა და ფორმის ტანსაცმელი, რომელიც შეესაბამება თქვენი სხეულის ტიპსა და ფერს. აქსესუარების დახმარებით ყურადღება მიაქციეთ თქვენს საუკეთესო მახასიათებლებს.

სწორი მაკიაჟის ტარება ასევე მნიშვნელოვანია ფოტოებისთვის. ციმციმა ობიექტივმა შეიძლება თქვენი მაკიაჟი სულ სხვანაირად წარმოაჩინოს და გამოიყურებოდეთ განსხვავებულად. იმის გამო, რომ კამერები ორგანზომილებიან სურათს იღებენ, თქვენი სახე განსაზღვრავს მაკიაჟის გამოყენებას. ანალოგიურად, ფლეშმა და ობიექტივმა შეიძლება საკმარისად ვერ წარმოაჩინოს თქვენი მაკიაჟი, რის გამოც კიდევ დამატება მოგიწიოთ. ამიტომ გაიკეთეთ სრულყოფილი დაფარვის მაკიაჟის ბაზა, რათა კანი გამოიყურებოდეს გლუვად, თანაბრად და ბრწყინვალედ.

5. შეცვალეთ სახის გამომეტყველება კონტექსტიდან გამომდინარე

ზოგი ფოტო, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც მოიცავს გაყიდვებსა და მარკეტინგს, მოითხოვს კამერაში პირდაპირ ყურებას, კაშკაშა ღიმილს და თბილ ეფექტს. სხვა ფოტოებისთვის შეიძლება პირდაპირ კამერას არ გახედოთ. მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ ონლაინ გაცნობის პლატფორმებზე შეიძლება უკეთესი შედეგი გამოიღოს, ისეთმა ფოტოებმა, რომელშიც პირდაპირ არ უყურებთ კამერას.

6. დაისვენეთ

მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე მუშაობა ფოტოებზე, ეცადეთ მოდუნდეთ და იყოთ მაქსიმალურად ბუნებრივი. მოდუნებული სხეული აყალიბებს როგორც ნდობას, ასევე ნამდვილობას. დადექით სწორი პოზით, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი. ეცადეთ გაამჟღავნოთ თქვენი ავთენტური მე და არა ხისტი, ხელოვნურად დასმული ვერსია.

თუ გინდათ თქვენი ფოტო იყოს განსაკუთრებული ან ვიდეოში გამოიყურებოდეთ ლამაზად და თავდაჯერებულად, ყველაზე კარგი რჩევა ალბათ ამ ყველაფრის მერე, საკუთარ თავზე მაქსიმალური მუშაობაა, რაც შემდგომში კამერასთან ურთიერთობას და გადაღების პროცესს გაგიმარტივებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *