როგორ მივიღოთ პირველი გამომწერები და ვიზიტორები ჩვენს ბლოგზე

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ მეტი მკითხველი თქვენი ბლოგისთვის?

ბლოგი აუცილებელი იარაღია თქვენი ბიზნეს მარკეტინგისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ სულ ახლახანს დაიწყეთ. თავიდან ყველაზე რთულია მიიპყრო ყურადღება. ახალ ბლოგს ბუნებრივია სჭირდება დრო განვითარებისთვის და გამომწერების მოსაგროვებლად.

ბლოგინგი არის აუდიტორიის მოზიდვისა და შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, არ აქვს მნიშვნელობა რა ინდუსტრიაში ან რა ნიშაში ხართ. იმის ნაცვლად, რომ გადაიხადოთ ტრაფიკისთვის, ბლოგი თქვენ გეხმარებათ უფასოდ მიიღოთ ორგანული ვიზიტორები საძიებო სისტემებიდან, ტრაფიკი კი დროთა განმავლობაში იზრდება.

თქვენი პირველი 1000 გამომწერის მიღება არც ისე რთულია, როგორც ჟღერს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სწორ სტრატეგიას იყენებთ.

ამ სტატიაში ჩვენ გაეცნობით, თუ როგორ უნდა მიიღოთ მეტი ბლოგის მკითხველი ათასობით აბონენტის მოზიდვის ყველაზე ეფექტური ტაქტიკის გამოყენებით.

1. პირველი ნაბიჯი, ვიზიტორების მოსაზიდად არის კარგი კონტენტი, რომელიც მიიპყრობს ყურადღებას. თუ თქვენი შინაარსი არ შეიცავს პასუხებს, რომელსაც ეძებს თქვენი აუდიტორია, ისინი უბრალოდ არ გამოიწერენ გვერდს, ამიტომ იმ თემების აღმოსაჩენად, რომლებიც თქვენს მკითხველს ნამდვილად აინტერესებს, დრო უნდა დაუთმოთ კვლევას. თუ გამოაქვეყნებთ შინაარსს, რომელიც მკითხველს პრობლემებს უგვარებს, ისინი უფრო მეტად გახდებიან თქვენი ბლოგის გამომწერები.

2. მაშინაც კი, თუ წერთ სასარგებლო შინაარსს, რომელიც მკითხველს ზუსტად უპასუხებს მათ მიერ მოძებნილ პასუხებზე, დიდი შანსია, რომ ისინი წაიკითხავენ ერთ პოსტს და შემდეგ დატოვებენ თქვენს საიტს სამუდამოდ.
სტატისტიკურად, ადამიანების 70% -ზე მეტი, ვინც ნებისმიერ ვებსაიტს ერთხელ ეწვევა, მასზე აღარ ბრუნდება.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თქვენი ვიზიტორების ყურადღება მიიპყროთ და დაარწმუნოთ, რომ გამოიწერონ გვერდი, სანამ დატოვებენ მას.
ამომხტარი ფანჯრები აბონენტების მისაღებად წარმოუდგენლად ეფექტური გზაა, რადგან მათი უგულებელყოფა ძნელია. კონვერტაციის მაქსიმალურად გაზრდისა და ბლოგის რაც შეიძლება მეტი მკითხველის მოსაზიდად, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სწორედ ამ ფანჯრების დიზაინს.

3. შექმენით ბლოგის გამომწერების Landing page. ძირითადად, ეს არის გვერდი, რომლის ერთადერთი მიზანია დაარწმუნოს ხალხი, რომ დატოვონ ელ.ფოსტა. არ იფიქროთ იმაზე, რომ შექმნათ რაიმე ძალიან დეტალური ან რთული. შექმენით უბრალოდ მარტივი გვერდი, რომელიც დამაჯერებელად გამოიყურება, რაც შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს. Landing page შესანიშნავია ნებისმიერი გარე ბლოგის პოპულარიზაციისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ ბმული თქვენი სოციალური მედიის პროფილებს მიაბათ, მართოთ ტრაფიკი ონლაინ რეკლამებით და ა. შ.

4. გამოიყენეთ იმეილ მარკეტინგი. გაუგზავნეთ მეილები თქვენს გამომწერებს, მეტად დაინტერესდნენ და გაავრცელონ ინფორმაცია.

ამ და კიდევ სხვა უამრავი საშუალებით, რაც მთავარია კი სწორი სტრატეგიით, შეძლებთ გამომწერების მიღებას, რაშიც მარკეტინგული აქცივობები საკმაოდ დაგეხმარებათ. პირველი 1000 გამომწერის შემდეგ, უკვე შედარებით მარტივია სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვა. რაც მთავარია, თქვენ მოგიწევთ მეტი აქტიურობა ბლოგში, ერთგული მომხმარებლის შესანარჩუნებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *