5 უფასო ვიდეო რედაქტორი ბლოგერებისთვის

ვიდეოების დამუშავება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფოტოების. უამრავი უფასო თუ ფასიანი ვიდეო რედაქტორი არსებობს, რომელიც გაძლევთ საშულებას, გახადოთ თქვენი ვიდეო უფრო მიმზიდველი და ეფექტური.

ჩვენ წარმოგიდგენთ 5 უფასო ვიდეო რედაქტორს, რომელიც საშუალებას მოგცემთ საკმაოდ ნაყოფიერად დაამუშავოთ თქვენი ვიდეოები და გახადოთ მეტად ყურებადი.

1. ВидеоМОНТАЖ ( როგორც მას ეძახიან) – ყველაზე მარტივი პროგრამაა.
ერგება ყველა ფორმატს და ასევე აქვს იმპორტირების ფუნქცია, როგორც ტელეფონებიდან (როგორც Iphone, ასევე Android), ისე ტაბლეტებიდან და კამერებიდან. მას აქვს რედაქტირების ყველა საჭირო შესაძლებლობა, კლიპის რედაქტირების საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციები, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს დროს რედაქტირების პროცესში. კატალოგში არის ათზე მეტი ექსპრესიული გადასვლა ვიდეოებს შორის, ბევრი სპეცეფექტი, მომხიბვლელი ფონები, ტიტრები და ფონური მუსიკის არქივი.

2. ZS4 video editor
ამ რედაქტორს 160-ზე მეტი სპეციალური ეფექტი აქვს, რაც საკმაოდ კარგია. გარდა ამისა, შესაძლებელობას გაძლევთ შექმნათ საკუთარი სპეციალური ეფექტები, მზა შაბლონების გამოყენებით. პროგრამაში შეგიძლიათ შეცვალოთ მთელი ფილმი, მინიკოლაჟი, თუნდაც ცალკეული აუდიო ტრეკები. ZS4 მუშაობს შეუზღუდავი რაოდენობის ფაილებით და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ შეუზღუდავი რაოდენობის ეფექტები თითოეულ ტრეკზე.

3. VSDC free video editor
მარტივი და გასაგები ინტერფეისი საშუალებას მოგცემთ შექმნათ ვიდეო ფაილები მინიმალური ძალისხმევით. მას აქვს კლასიკური შერწყმის რეჟიმი, ინსტაგრამის ტიპის ფილტრები, სხვადასხვა სახის ნიღბები და ფორმები, ასევე აქვს გარკვეული ვიდეო ელემენტების დაფარვისა და სწრაფად ექსპორტირების შესაძლებლობა სოციალურ ქსელებში.

4. Moviemakeronline.com
მარტივი ინტერფეისი, მხოლოდ მათთვის, ვისაც არ სურს რთულ სქემებთან მუშაობა.
პროგრამა საშუალებას გაძლევთ ატვირთოთ ვიდეოები YouTube – ზე, როგორც რეგულარული, ასევე HD ხარისხით. განსაკუთრებით კარგია დამწყებთათვის.

5. Videopad
კიდევ ერთი, გასაგები და ადვილად გამოსაყენებელი რედაქტორი, მაღალი ხარისხის ვიდეოების რამდენიმე წუთში შესაქმნელად. აქ საკმაოდ კარგი ეფექტები და ხმოვანი ინსტრუმენტებია, პროფესიონალური ელფერის ვიდეოების შესაქმნელად.

ამ ხუთი ვიდეო რედაქტორის მეშვეობით, შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და რაც მთავარია უფასოდ შექმნათ პროფესიონალურად დამუშავებული ვიდეობი, მოიზიდოთ მეტი მაყურებელი და გახდეთ მეტად წარმატებული ბლოგერი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *