პროფესია იუთუბერი – ეს მომავლის პროფესიაა. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ იუთუბით არც თუ ისე მცირედი თანხის გამომუშვებაა შესაძლებელი. 

როგორ ხდება თანხის გამომუშვება იუთუბით ?

როგორც წესი, იუთუბი თავად გვიხდის თანხას ვიდეოების ნახვაში. თუმცა დამოკიდებულია ჩვენს სეგმენტსა და აუდიტორიაზე – თუკი ვიზიტორები ამერიკიდან არიან, ამაში იუთუბი საკმაოდ დიდ თანხას გადაიხდის, თუმცა ქართულ აუდიტორიაზე, როგორც წესი რამოდენიმე ასეული დოლარი გამოდის მხოლოდ თვეში.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის ! თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სპონსორები – აი ამაში კი ნამდვილად კარგი თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი. როდესაც თქვენი ვიდეოები გარკვეულ სეგმენტს ეხება, რეკლამის დამკვეთი თავად გიკავშირდებათ და გთხოვთ, რომ ვიდეოში ახსენოთ მისი პროდუქტი და მომსახურება, ამაში ის არც თუ ისე მცირედ თანხას იხდის ხოლმე.

საერთოდაც არ არის საჭირო ლოდინი, ვინმე თუ მოგვწერს რეკლამის შეკვეათაზე. არსებობს ,,ეფილიეიტ” სისტემები. ანუ სისტემა, რომელიც აერთიანებს რეკლამის შემკვეთსა და რეკლამის გამშვებს. მსგავს პლატფორმებზე თქვენ პირდაპირ, ყოველგვარი ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი შეთავაზება – გაარეკლამოთ გარკვეული პროდუქტი და მომსახურება და თითოეული გაყიდვიდან ან სხვა საიტზე გადასული ვიზიტორიდან მიიღოთ დამსახურებულ;ი ანაზღაურება.
ეფილიეტ სისტემა ძალიან მზარდი და აქტიურად გამოყენებადია მსოფლიოში.

თუმცა, ჩვენ თუ გვკითხვათ, ყცველაზე დიდი ბენეფიტი, რასაც იუთუბი იძლევა, ეს ცნობადობის ამაღლება და გაზრდაა. ამ ცნობადობით თქვენ უამრავ ახალ შესაძლებლობას, საინტერესო ადამიანსა თუ ინიციატივას შეხვდებით, რომელსაც თქვენი მომავლისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია

შეჯამება

რომ შევაჯამოთ, იუთუბი არის შესანიშნავნი გზა ახალი იდეების, ახალი ნაცნობების, ახალი შესაძლებლობების მისაღებად. აქ თქვენ შეძლებთ, ისწავლოთ უამრავი რამ, გაზარდოთ თქვენი გამომწერებისა და მაყურებლების რიცხვი და ახალი ემოციებით განაგრძოთ ცხოვრება.
რაც მტავარია, ეს არის სრულიად უფასო გზა, წინსვლისა და წარმატებისთვის. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ კამერა (სრულიად საკმაირისია მობილური ტელეფონი), მარტივი პროგრამები ვიდეოების დასამუშავებლად (რასაც ჩვენს სასწავლო ჯგუფებში დეტალურად აგიხსნით) და დიდი სურვილი, საინტერესო ინფორმაციის გადაღების !

არ დაგავიწყდეთ, პროფესია იუთუბერი – ეს მომავლის პროფესიაა.

დაინტერესების შემთხვევაში, გაიარე რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, მიუთითე შენი იმეილი, ტელეფონის ნომერი და დაელოდე სიახლეებს. ჩვენ მოგწერთ და გაგიზაირებთ უფასო და ფასიან შეხვედრებს ამ თემასთან დაკავშირებით.

გისურვებთ წარმატებებს.