დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ფართოდ გავრცელებული აქტივობა (ბლოგერობა) საქართველოშიც ნელნელა მკვიდრდება, რადგან ჩვენს ქვეყანაშიც ხედავენ ბლოგინგის უზარმაზარ შესაძლებლობას. 

რა არის ბლოგი ? რატომ უნდა გავხსნა ბლოგი ? რა შესაძლებლობებს მაძლევს ?

ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუ დავწერთ, რომ ბლოგი ისევ და ისევ თქვენს ცნობადობას ზრდის. საქართველოში ბლოგინგი არ არის აქტიურად განვითარებული, ამიტომ საკმაოდ მარტივია კონკურენციის დაძლევა. თქვენ შეგიძლიათ გააცნოთ თქვენი აზრები გარემოს თქვენი ბლოგის საშუალებით, გაუზიაროთ მათ საკუთარი ემოციები.

არ დაგვავიწყდეს, რომ არაერთმა ადამიანმა სწორედ ბლოგით მიაღწია დიდ წარმატებასა და ცნობადობას! მაგალითისათვის გურამ შეროზია გადმოდგება და მისი ბლოგი, სადაც ის სისტემატიურად წერდა მოგზაურების შესახებ. ეს მომენტი მას ძალიან დაეხმარა, რომ გამხდარიყო ცნობადი სახე, გადაეღო შემდგომში კლიპები, მიეწვიათ უნივერსიტეტებში საინტერესო თემებზე სასაუბროდ და ასე შემდეგ. დღეს ის საკმაოდ ცნობად და მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად ადამიანად ითვლება საქრთველოში.

საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იპოვა საინტერესო სამსახური საკუთარი ბლოგის საშუალებით. დიახ, ეს სიამრთლეა. თქვენს ბლოგს უამრავი ადამიანი სტუმრობს: ზოგი ბიზნესმენია, ზოგიც ხელმოცარული, რომელიც დროის გაყვანის მიზნით ინტერნეტში დაბოდიალობს, ზოგიც – თქვენი თაყვანისმცემელი. რატომაც არა, ინტერნეტში ცალკე ხუმრობად არის ქცეული – თუკი გსურს იპოვო მეორე ნახევარი, შექმენი საინტერესო ბლოგი და შენ არჩევანის გაკეთება მოგიწევს უკვე მსურველებს შორის. მართალი ინგლისურად ეს ყოველივე გაცილებით უკეთ ჟღერს, თუმცა ძირითადი აზრი, ვფქრობთ, ქართულადაც გასაგებია.

ასე რომ, აუცილებლად უნდა გახსნა საკუთარი ბლოგი, მითუმეტეს, რომ ეს ყოველივე სრულაიდ უფასოა. შენ არ გჭირდება არც დომენი, არც ჰოსტინგი, უბრალოდ შესაძლებელია ყველასათვის ნაცნობ მსოფლიო გიგნატ ,,გუგლის” ბაზაზე გახსნა ახალი ბლოგი და გაუზიარო შენი ემოციები მსოფლიოს !

შეგიძლია მარტივად დაეგისტირდე Blogger.com-ზე და სულ მცირე დროში შენ უკვე ახალი სტატუსი გექნება – ბლოგერი !

ჩვენს სკოლაში, შენ დეტალურად გიჩვენებთ და დაგეხმარებით, რათა ეს პროცესი ჩვენთან ერთად, თავიდან ბოლომდე განახორციელო.
.
დაინტერესების შემთხვევაში, გაიარე რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, მიუთითე შენი იმეილი, ტელეფონის ნომერი და დაელოდე სიახლეებს. ჩვენ მოგწერთ და გაგიზაირებთ უფასო და ფასიან შეხვედრებს ამ თემასთან დაკავშირებით.

გისურვებთ წარმატებებს.